სამუელ ეტო'ო კორუფციაშია მხილებული და შესაძლოა, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინონ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, – იუწყება Marca.
კამერუნის ფეხბურთის ლიგამ ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ღია წერილით მიმართა და სამუელ ეტო’ო კორუფციულ საქმიანობაში ამხილა.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ეტო’ოს ბრალს სდებენ კამერუნის ჩემპიონატში გარიგებული მატჩების ორგანიზებასა და აგრეთვე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვაში.