კამერუნის ერთ-ერთ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს
კამერუნის ერთ-ერთ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს

კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ სოფელში 22 ადამიანი მოკლეს. მოკლულთა შორის 14 ბავშვი და სამი ქალია. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ გაერო-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა სოფელზე, რომლის მოსახლეობაც ინგლისურენოვანია, კამერუნის დანარჩენი დასახლებებისგან განსხვავებით, სადაც ფრანგულად საუბრობენ, პარასკევს განხორციელდა .

ქვეყნის ოპოზიციური ძალები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არმიას აკისრებენ.