კალიფორნიის შტატში ტყის მასივზე ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიის შტატში ტყის მასივზე ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიის შტატში ტყის მასივზე ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სწრაფად მზარდმა ცეცხლმა უკვე 9 ათასამდე ჰექტარი გადაწვა. ყველაზე რთული მდგომარეობა საკრამენტოს მოსაზღვრე იოლოს ოლქშია, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მშობლიური სახლები დაატოვებინა, რადგან ცეცხლი სწორედ აღნიშნული დასახლებისკენ მიიწევს.

სტიქიის ლოკალიზებას ერთდროულად რამდენიმე ასეული მეხანძრე ცდილობს. თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა სწრაფად და შედეგიანად მუშაობაში ხელს უშლით.

მხოლოდ 2018 წელს, ტყის მასივზე გაჩენილმა ხანძრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთი მილიონი ჰექტარი მიწის მონაკვეთი გადაწვა.