კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. კიდევ 130 მოქალაქე კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც კალიფორნიის ხელისუფლება აცხადებს, ხანძრის დროს გაუჩინარებული კიდევ 200-მდე ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა.
კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი 8 ნოემბერს გაჩნდა, მას შემდეგ ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
დამწვარია ათასობით შენობა-ნაგებობა. ცეცხლმა გაანადგურა ქალაქი ფერედაიზი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მისი აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია და საჭიროა ქალაქის ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენება.
ცეცხლმა დააზარალა მალიბუც. დაიწვა ცნობილი ადამიანების ფეშენებელური სახლები.
ამჟამად, ხანძარი 55 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე მძვინვარებს.