კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ხვალ გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბერს გაიმართება.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი – პაატა გურასპაული და შიო ხეცურიანი იბრძოლებენ.
პრეზიდენტის პოსტზე პაატა გურასპაულის კანდიდატურა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა, ხოლო შიო ხეცურიანის – საკალათბურთო კლუბმა „მგზავრები-არმიამ“ წარადგინა.
ფედერაციის პრეზიდენტს 34 დელეგატი აირჩევს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 11:00 საათზე დაიწყება.