კალათბურთის ფედერაციაში მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებას ადასტურებენ

14:54, 22.12.2017

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია კალათბურთის მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებას ადასტურებს.

ამასთან, როგორც პირველ არხს კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს, ფედერაცია მას შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რაც საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას გაავრცელებენ და იტყვიან დეტალებს, თუ რას უკავშირდება მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავება.

როგორც ფედერაციაში განაცხადეს, მათი ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი – სამი მსაჯი, ერთი მწვრთნელი და საკალათბურთო კლუბის თანამფლობელი.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები არიან დაკავებული. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.

 

 

მსგავსი