ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს

14:29, 22.12.2017

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.

მსგავსი