ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.
როგორც სუს-ის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.