ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს სპორტული სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან 
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს სპორტული სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან 

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წევრებს სპორტული სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან.

ადვოკატები დღეს დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. დაკავებულ ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებიან კალათბურთელი კახაბერ შენგელია, ვლადიმერ ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ კი მოსამართლე მაკა გველესიანი შუამდგომლობას არ გაიზიარებს, ადვოკატები ალტერნატივის სახით, ხუთი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დაკავებული კვარაცხელია აფხაზეთის გმირია, დათიკაშვილს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ძალიან ცუდი და სამარცხვინო დანაშაული მოხდა, მაგრამ ყველაფერი ხდება და ადამიანებს შეცდომის გამოსწორების საშუალება უნდა მივცეთ”, – განაცხადა კალათბურთის ჩაწყობის თამაშებზე დაკავებულთა თავდებში მყოფმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა განაცხადა.