კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ხვალ გაიმართება
კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ხვალ გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბერს გაიმართება.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი – პაატა გურასპაული და შიო ხეცურიანი იბრძოლებენ.

პრეზიდენტის პოსტზე პაატა გურასპაულის კანდიდატურა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა, ხოლო შიო ხეცურიანის – საკალათბურთო კლუბმა „მგზავრები-არმიამ“ წარადგინა.

ფედერაციის პრეზიდენტს 34 დელეგატი აირჩევს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 11:00 საათზე დაიწყება.