საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივა

ქართული კალათბურთის მმართველი ორგანოს ინიციატივით, მოზარდი კალათბურთელები სათამაშო პრაქტიკას უცხოეთში გაივლიან. პროექტის შესახებ დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო ტურნირებზე კალათბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ფედერაციამ პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასული სეზონის „Junior NBA-GBF“ ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი, ბალტიის ლიგაში იღებს მონაწილეობას. ამავე ტურნირზე ასპარეზობს საკალათბურთო გუნდი „იბერი ბასკეტი“.