კახა ძაგანია - მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გარანტია
კახა ძაგანია - მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გარანტია

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი, კახა ძაგანია პროპორციულ არჩევნებს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტად მიიჩნევს.

კახა ძაგანიას თქმით, ვინც ამ სისტემას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია.

„პროპორციული არჩევნები არის საზოგადოების მონაპოვარი. 30 წლის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები ვცდილობდით, ვწვალობდით, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მიგვეღწია. მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული ასეთი განცხადებები, როგორც ყოველთვის იყო ქვეყნის საზიანო, ესეც ქვეყნის საზიანოდ არის. მათ ქვეყანა კი არა, თავიანთი თავი უყვართ. იმ ლოგიკით სააკაშვილს რომ ყავს მილიონერების ჯგუფი და მოპარული რომ აქვს ფულები, მაშინ ადგება და თვითონაც იყიდის პატარა პარტიებს. იყიდის რას ნიშნავს? ვაშლია თუ ატამია, თუ ბაზარშია? პროპორციულ სისტემაში ყველა პოლიტიკური საკითხი ძალიან მკაცრ პოლიტიკურ ფილტრში იქნება გატარებული, ყველა პოლიტიკურ საკითხზე უმრავლესობას კონსულტაციები დასჭირდება, შეთანხმებები, დათმობაზე წასვლა“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.