კახა ძაგანია შალვა ნათელაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს
კახა ძაგანია შალვა ნათელაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა „ ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.

როგორც კახა ძაგანია ამტკიცებს, შალვა ნათელაშვილი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან ფინანსურად არის დაკავშირებული და ყველა მისი განცხადება აღნიშნული პარტიის ინტერესებს უკავშირდება.

ძაგანიას თქმით, როდესაც პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა ნათელაშილის ფინანსური გარიგებების შესახებ გაიგეს, მათ „ლეიბორისტული პარტია“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილს, ასევე ფულის გაპროცენტებაში ადანაშაულებს.

მისი ინფორმაციით, პარტიის ლიდერი საკუთარ წევრებზე თანხას წლიურად 60 პროცენტში აპროცენტებდა.

„დღეს ნათელაშვილი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, თავისი ამ პოლიტიკური თაღლითობით. წინა საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „რუსთავი 2“ ჯერ კიდევ გვარამიასი იყო, მან გვარამიას 100 ათასი ლარი გადაურიცხა. ეს თანხა სააკაშვილმა მისცა და ვითომ შალვამ რეკლამები იყიდა „რუსთავი 2“-ში, თითქოს ამ მიზეზით ჩაურიცხა გვარამიას ამხელა თანხმა. ჩვენ, მისმა თანამებრძოლება, არ ვიცოდით რამხელა ფინანსები მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენს პარტიაში. იმის მიუხედავად, რომ ხალხი ლაპარაკობდა, შალვას სააკაშვილი აფინანსებსო. არ ვიჯერებდი იქამდე, სანამ ფაქტები არ გამოვლინდა. ეს იყო ჩვენი წამოსვლის რეალური მიზეზი, მთელი პოლიტიკური კომიტეტი წამოვედით. ძალიან ვწუხვარ, რომ ნათელაშვილი ამომრჩევლების ხმებს ყიდის და ხალხის სიყვარულს ახურდავებს მწვანე დოლარებში. მინდა გითხრათ, რომ შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის მიერ ჩარიცხულ ფულებს, საკუთარი პარტიის წევრებზე წლიურად 60 პროცენტში აპროცენტებდა“- განაცხადა კახა ძაგანიამ

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება კარგია, თუმცა მათ ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

ამასთან, კახა ძაგანიამ პოლიტპატიმრების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება უგულავას გაათავისუფლებს, მაშინ მთავრობა ამომრჩევლების ხმას დაკარგავს.

„ჩვენა პოლიტიკურმა მოძრაობამ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გარდა „ნაცებისა“ შევთავაზეთ, რომ ერთად გვემუშავა კანონპროექტის ცვლილებაზე, თუმცა ისინი არ დაგვეთანხმნენ. ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, ხომ ხედავთ „ნაცების“ გამო არ გამოდის ხალხი, გამოდით, ცალკე დადექით, რადგან ხალხი ხვდება, რომ „ნაცებს“ პროპორციული არჩევნების იდეა კი არ უნდათ, არამედ – ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული და არ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მაგიდასთან არ დავსხდებით, რადგან ისინი კრიმინალები არიან. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მიმაჩნია, რომ თუ ხელისუფლება დაუშვებს იმ ფაქტს, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს ციხიდან, ისინი ირიბად აღიარებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავთ. ამ ფაქტის დაშვებით, ამომრჩევლების ხმებს დაკარგავენ. თუ შემთხვევით პრეზიდენტი უგულავას შეიწყალებს, არასამართლიანი იქნება, რადგან როდესაც კრიმინალი უგულავა გამოდის ციხიდან, მაშინ სხვა ადამიანებმა რა დააშავეს“ ,- განაცხადა კახა ძაგანიამ.