ჯონათან ალენი - ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას, ეს პრაგმატული, ინოვაციური გეგმაა
ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას, ეს არის პრაგმატული, ინოვაციური გეგმა და ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ხიდების აგების კარგ შესაძლებლობებს იძლევა, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს მიეძღვნა.
დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია.
„რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ უჩვენებს მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპატივცემულობას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ ვდგავართ საქათველოს გვერდით, ისევე, როგორც ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათ შორის ყირიმში მცხოვრები ადამიანების გვერდით, სადაც რუსეთი ასევე უხეშად არღვევს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კონვენციის პრინციპებს“, – განაცხადა ჯონათან ალენმა.