მაიკლ დუგლას გრანტი - საქართველო ბევრს აკეთებს მშვიდობიანი, პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც სამაგალითოა
მაიკლ დუგლას გრანტი - საქართველო ბევრს აკეთებს მშვიდობიანი, პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც სამაგალითოა

ახალი სამშვიდობო ინიციატივების გარდა, საქართველო ბევრს აკეთებს მშვიდობიანი, პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც სამაგალითოა – ამის შესახებ გაერო-ში კანადის წარმომადგენელმა მაიკლ დუგლას გრანტმა საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიეძღვნა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კანადელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა კანადის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა და განაცხადა, რომ ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნებისთვის კარგი გზა არის.

დატოვე კომენტარი