აუდრა პლეპიტე - ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოებაზე
აუდრა პლეპიტე - ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოებაზე

გაერო-ში ლიტვის მუდმივი წარმომადგენლის აუდრა პლეპიტეს განცხადებით, ლიტვა საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

აუდრა პლეპიტე გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვას მიეძღვნა.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისთვის, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირების აგებისა და რაც ყველაზე მთავარია – განათლების ხელმისაწვდომობისთვის, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის“ – განაცხადა ელჩმა.