დან ნიკოლასკუ – მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და რუმინეთი მას მხარს უჭერს

05:12, 25.04.2018

მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და რუმინეთი მას მხარს უჭერს – ამის შესახებ რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა დან ნიკოლასკუმ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის მაღალი პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით. მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და მხარს ვუჭერთ მას, ისევე როგორც მივესალმებით ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებულ რეფორმებს და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას“, – განაცხადა დან ნიკოლასკუმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მსგავსი