ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, აქედან ოთხს ვერტმფრენით და ორს რეანომობილით თბილისში გადმოიყვანენ.
სამინისტროს ცნობით, ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.