იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა იზრდება
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა იზრდება

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაში მომზადდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას სახელმწიფო სტიპენდიას იღებს, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

პროექტით კონკრეტდება, რომ სტიპენდიის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები.

ამასთან, ინიციატივაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის პროფესიული მომზადების, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა იზრდება.

კერძოდ, თუ ამჟამად სწავლების ხანგრძლივობა 10 თვეს შეადგენს, პროექტით, აღნიშნული პერიოდი 16 თვემდე ხანგრძლივდება.