იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პატიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება „სასამართლო კლანის გაძლიერებას“ ცდილობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ხდება დარბაზში კონფერენციის სახით. დღეს ასეთი ფორმით არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან 19 აპრილის შეთანხმებაც მოიცავდა ამ ყველაფერს, შემდეგ უკვე დიპლომატებმა გვითხრეს, რომ ვიდრე შერჩევის წესი არ დადგინდება, ახალი წევრების არჩევა არ უნდა მოხდეს.

„ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი საერთოდ არ აინტერესებს, უნდა, კლანი იყოს ძლიერი, ამ კლანის საშუალებით ხელისუფლებაში დარჩეს და ისე მართოს, როგორც თვითონ მოინდომებს. მოკლედ, კლანი უნდა დასრულდეს, რადგან კლანი არის გარანტი იმისა, რომ ეს ქვეყანა წინ ვერ წავა“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილმა.