იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება. საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა, კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებას გულისხმობს.

სხდომის დასრულების შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში სულ 70 კანდიდატი მონაწილეობს.  დღეს გასაუბრებას სავარაუდოდ, 15 მსურველი გაივლის.

იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევად, კენჭისყრის პროცედურა მას შემდეგ ჩაინიშნება, რაც გასაუბრების პროცესი ყველა კანდიდატთან დასრულდება.

ცნობილია, რომ იუსტიციის სკოლას 20 ვაკანსია აქვს. კანდიდატების რეგისტრაცია 2020 წლის 10 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.