მოსამართლეებს ვალდებულება დაეკისრებათ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას სამ წელიწადში ხუთი დღე მაინც დაუთმონ
მოსამართლეებს ვალდებულება დაეკისრებათ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას სამ წელიწადში ხუთი დღე მაინც დაუთმონ

მოქმედ მოსამართლეებს ვალდებულება ეკისრებათ, იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას სამ წელიწადში ხუთი დღე მაინც დაუთმონ.

შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოსამართლის საჭიროებებზე.

„იუსტიციის უმაღლეს სკოლას უფლება ენიჭება, გასცეს სასწავლო გრანტი მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო“, – აღნიშნულია პროექტში.

დატოვე კომენტარი