იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენცია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე ამ დროისათვის ანგარიშს წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე საბჭოს საქმიანობაზე საუბრობს.

მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოში ამ პერიოდში, 75 სხდომა ჩატარდა და 528 გადაწყვეტილება მიიღეს.
ასევე პარლამენტს წარედგინა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა.

ამასთან, მიქაუტაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში 292 მოსამართლეა, მათ შორის 188 უვადო, 65 – სამწლიანი ვადით დანიშნული, ხოლო 39 – 10 წლიანი ვადით დანიშნული მოსამართლე.

გიორგი მიქაუტაძემ 2018 წლიდან დღემდე მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში, კონკურსის შედეგად, თანამდებობაზე გამწესდა 66 მოსამართლე.

მიქაუტაძის თმით, საანგარიშო პერიოდში, სასამართლო სისტემას 21 ახალი მოსამართლე დაემატა, 45 მოქმედი მოსამართლე კი, უვადოდ გამწესდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ისაუბრა სასამართლო სისტემაში მოსამართლეების არასაკმარის რაოდენობაზე.

მისი თქმით, დონორთა კვლევების მიხედვით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მინიმუმ 100 მოსამართლე სჭირდება სისტემას.

დღესვე, კონფერენციაზე ანგარიშით უნდა წარსდგნენ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა და დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგის მოხედვით, დღესვე უნდა დასახელდნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატები.

დღესვე მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების დასახელება და შეირჩევა ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც ხუთი მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს.