იულია ტიმოშენკო უარყოფს ინფორმაციას, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიას მუამარ კადაფი აფინანსებდა
უკრაინის ექსპრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ 2010 წელს მის წინასაარჩევნო კამპანიას ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი აფინანსებდა, – განცხადება დღეს პარტიის ოფისში გაკეთდა.
კადაფის მიერ ტიმოშენკოს კამპანიის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო არაბულმა გამოცემამ – Asharq Al Awsat გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ 2010 წელს იულია ტიმოშენკომ კადაფისგან 4 მილიონი ევრო მიიღო. გამოცემა ირწმუნება, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია კადაფის შვილის ახლო გარემოცვიდან მიიღეს, კონკრეტულად კი პირისგან, რომელმაც ტიმოშენკოს თანხა პირადად გადასცა.