კორონავირუსით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა
კორონავირუსით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა. ტიმოშენკოს „კოვიდ-19“ 23 აგვისტოს დაუდასტურდა.

როგორც უკრაინული გამოცემა „რბკ-უკრაინა“ წერს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ცნობით, ტიმოშენკოს ცხელება აღენიშნება და მედიკოსებს  მისი ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა ვერ ჩამოჰყავთ.

„კოვიდ-19“ დაუდასტურდა ასევე, იულია ტიმოშენკოს შვილს, ევგენია ტიმოშენკოს და მის მეუღლეს, თუმცა მათ დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ.

დატოვე კომენტარი