იულია ტიმოშენკოს პარტიას ვლადიმირ ზელენსკისთან კოალიციის ფორმირება სურს
იულია ტიმოშენკოს პარტიას ვლადიმირ ზელენსკისთან კოალიციის ფორმირება სურს

იულია ტიმოშენკოს პარტიას ვლადიმირ ზელენსკისთან კოალიციის ფორმირება სურს. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კიევში, პარტია „ბატკივშინის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი გუნდი მზად არის, ახალ პარლამენტში პრეზიდენტთან და სხვა დემოკრატიულ პროევროპულ ძალებთან ერთად ძლიერი კოალიცია შექმნას. ჩვენ მზად ვართ, ახალ კოალიციას სამოქმედო გეგმა წარვუდგინოთ და ეს გეგმა რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

მისივე თქმით, თუ „ბატკივშინის“ გეგმა განხორციელდება, მაშინ „უკრაინელები შედეგებს 100 დღეში იგრძნობენ“.

დღესვე, ტიმოშნეკომ პარტიული სიაც წარადგინა, რომელშიც პირველი ნომერი პოლიტიკოსი თავად არის. ათეულში ასევე მოხვდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვალენტინ ნალევაიჩენკოც.

უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი