იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა
იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინული პარტია, „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია ტიმოშენკოს ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

„ბატკივშინას“ ლიდერის პრესმდივნის, მარინა სოროკას განცხადებით, იულია ტიმოშენკოს 39 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე კორონავირუსული ინფექციით უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაიაც დაინფიცირდა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.

23 აგვისტოს, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 987 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევბის საერთო რაოდენობა უკვე 104 000-ს აჭარბებს.