ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელი დანიშნა
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელი დანიშნა

ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის ახალ ხელმძღვანელად იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელი დანიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა სახალხო დეპუტატმა, პარტია „ბატკივშინის“ წევრმა, ვლადისლავ ბუხარევმა დაიკავა.

ბუხარევი 2014 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. უკრაინული მედია იუწყება, რომ ბუხარევს თავის დროზე მედალი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგანაც აქვს მიღებული. თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთისგან ჯილდო ლათინური ამერიკიდან ევროპაში მიმავალი ნარკოტიკების დიდი პარტიის დაკავების გამო მიიღო.

დატოვე კომენტარი