ირანში მიწისძვრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ევროპელი სეისმოლოგების ინფორმაციით, ქერმანის პროვინციაში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 65 კლომეტრის სიღრმეში იყო განლაგებული. სეისმოლოგებმა 40 განმეორებით ბიძგი დააფიქსირეს.
სტიქიის შედეგად ყველზე მეტად დაზარალდა სოფელი გურკი, სადაც დანგრეულია ათობით სახლი. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, მათ ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებიან. მიწისძვრის შედეგად შენობა-ნაგებობები ქერმანის პროვინციის 8 სოფელში დაზიანდა.
12 ნოემბერს ირანის ქირმანშაჰის პროვინციაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 500 ადამიანი ემსხვერპლა.