ირანში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
ირანში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

ირანში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ძლიერი ბიძგები დასახლებულ პუნქტ თაზეჰაბადთან ახლოს იგრძნობოდა, რომელიც ქერმანშაჰის პროვინციაში მდებარეობს.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ირანის დასავლეთ ნაწილში მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ქემანშაჰიდან 76 კილომეტრში მდებარეობდა.

რამდენიმე საათით ადრე მიწისძვრა მოხდა ირანის სამხრეთ ნაწილშიც. 5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.