ირანში მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ირანში მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ირანში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ირანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით, ერაყის საზღვართან მოხდა.

ბიძგები ერაყის დედაქალაქ ბაღდადში და კუვეიტშიც იგრძნობოდა.

ირანული მედია სტიქიის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ქურთული გამოცემა Kurdistan 24-ი წერს, რომ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ სარპოლში.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქერმანშაჰის პროვინციაში, სწორედ ქალაქ სარპოლიდან 20 კილომეტრში აღინიშნა.

ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.