ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

18:23, 16.02.2020

ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ევროპის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ბენდერ-აბბასიდან 48 კილომეტრის მოშორებით, 47 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

მსგავსი