ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა
ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

დაშავებულთაგან 32 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 65 ადამიანს კი ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს.

5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ იასუჯის სიახლოვეს, ადგილობრივი დროით 8:30-ზე მოხდა.

სტიქიამ რეგიონში შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.