ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა, მსხვერპლია ერაყის ტერიტორიაზე
ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა, მსხვერპლია ერაყის ტერიტორიაზე

ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.

ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.

მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა.

ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.