ირანში ძლიერ მიწისძვრას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ძლიერ მიწისძვრას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.