ინსტიტუტების საქმიანობის დადებით შეფასებაში ჯარი, იუსტიციის სახლები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობენ
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში ინსტიტუტების საქმიანობის დადებით შეფასებაში ჯარი, იუსტიციის სახლები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობენ.
გამოკითხვის თანახმად, 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა კარგია, 9 პროცენტი ფიქრობს, რომ – ძალიან კარგი. იგივე შეფასება აქვს საქართველოს ჯარის საქმიანობას: 47 პროცენტი – კარგი და 9 პროცენტი – ძალიან კარგი.
რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის საქმიაობას, გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ კარგია, ხოლო 17 პროცენტი – ძალიან კარგი.
ამასთან, გამოკითხულთა 31 პროცენტი საქართველოს ჯარის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს, საშუალოდ აფასებს იუსტიციის სახლების საქმიაობას 30 პროცენტი; ხოლო 24 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა საშუალოა.
რაც შეეხება პოლიციას, გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიციის საქმიანობა საშუალოა; 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიცია კარგად მუშაობს; ძალიან კარგ შეფასებას აძლევს – 6 პროცენტი, ხოლო 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიცია ცუდად მუშაობს.
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.