NDI - გამოკითხულთა 44 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს
NDI - გამოკითხულთა 44 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს.

ამასთან, გამოკითხულთა 29% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 27-მა პროცენტმა კი  – დააფიქსირა პასუხი – „არ ვიცი“.

მოსაზრებას – „ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა არსებობს, გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება, 35% ეთანხმება, ხოლო 24%-მა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ)  კორუფციის პრობლემა არსებობს, 29% ეთანხმება, ხოლო 19-მა არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ მედიას დღეს 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი წარუდგინეს.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.