NDI - გამოკითხულთა 20% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ გამოთქმა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ჩემ საზოგადოებას ახასიათებს"
NDI - გამოკითხულთა 20% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ გამოთქმა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ჩემ საზოგადოებას  ახასიათებს"

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსაზრებას „ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას“ სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 71 პროცენტი. 40 პროცენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ. 24 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას – „ჩემი საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება“.

ამასთან, 22 პროცენტი სრულად ეთანხმება მოსაზრებას – „სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ძალები – ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები  – შეძლებენ ჩვენი მოსახლეობის დაცვას“. გამოკითხულთა 20 პროცენტი კი, სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „გამოთქმა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ახასიათებს  ჩემ საზოგადოებას“.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.