NDI - გამოკითხულთა 45% საქართველოს პარლამენტის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს
NDI - გამოკითხულთა 45% საქართველოს პარლამენტის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს

გამოკითხულთა 45 პროცენტი საქართველოს პარლამენტის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს. 28 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს; 12 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის საქმიანობა კარგია, – ასეთია 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი, რომელიც დღეს „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ წარადგინეს.

ამასთან, 8 პროცენტი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ძალიან ცუდ შეფასებას აძლევს, 1 პროცენტი – ძალიან კარგს, ხოლო 7 პროცენტმა არ იცის.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.