NDI - გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა
NDI - გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

ამასთან, გამოკითხულთა 24 პროცენტს მიაჩნია, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე იგივე დარჩა; 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემცირდა; 4 პროცენტმა კი დააფიქსირა პასუხი – „არ ვიცი“.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ მედიას დღეს 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი წარუდგინეს.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.