მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის - Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქცია სახიფათოა
ფრანგული კომპანია Lactalis-ი ბავშვთა კვების პროდუქტებში – Celia-ში, Picot-სა და Milumel-ში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. Lactalis-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.
აღნიშნული პროდუქცია საქართველოშიც შემოდის. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.
მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი, „სელიას“ რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.