სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია ბავშვთა საკვებში

ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი ქსელიდან ფრანგული კომანია „ლაქტალისის“ წარმოებული პროდუქტის „სელიას“ ამოღება დაიწყეს. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დასახელების პროდუქტში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. სკანდალი საფრანგეთში გუშინ დაიწყო, მას შემდეგ რაც პროდუქტის მომხმარებელ 26 ბავშვს სალმონელას ბაქტერიის არსებობა დაუდასტურდა. ყველა ქვეყანას სადაც „ლაქტალისის“ ნაწარმი იყიდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა. საქართველოში პროდუქტის შესწავლა სურსათის უვნებლობის სააგენტომ დაიწყო.

მარიამ სეთურეძე გვერთვება თემის დეტალებით.