ჰასან რუჰანი - ქვეყანა, რომელიც მეზობელ ქვეყანას ბომბავს, მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიაიერიში მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო ფაქტად შეაფასა.
„ის, ქვეყანა, რომელიც მის მეზობელ სახელმწიფოს ბომბავს, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ეს ქვეყანა ვერ აცნობიერებს რამდენად დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ რეგიონში ვითარების დარეგულირებას და სტაბილურობას ვცდილობთ“, – განაცხადა ჰასან რუჰანიმ პრესკონფერენციაზე.
ისრაელის ავიაცია რამდენიმე თვეა, სირიის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, სადაც სირიის ჯართან ერთად ირანის ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული ძალებია განლაგებული, ავიაიერიშს ახორციელებს.