ირანში სამლოცველოებისა და კულტურული ძეგლების გახსნა იგეგმება
ირანში სამლოცველოებისა და კულტურული ძეგლების გახსნა იგეგმება

რამადანის დასრულების აღსანიშნავად, ირანში ბიზნესობიექტები, მუზეუმები და კულტურული ძეგლები 24 მაისიდან გაიხსნება. სალოცავების გახსნა კი, 25 მაისიდან იგეგმება.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

რუჰანის თქმით, წმინდა სალოცავები დილის საათებში სამი საათით, ხოლო შემდეგ საღამოს კვლავ სამი საათით გაიხსნება.

ირანში წმინდა სალოცავები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების ერთ-ერთ პირველ წყაროდ სახელდება.

ქვეყანაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 130 00-ზე მეტი შემთხვევა და 7 000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.