ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის ზეწოლის პოლიტიკაზე და დიალოგზე გადავა
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის ზეწოლის პოლიტიკაზე და დიალოგზე გადავა

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი უარს იტყვის ზეწოლის პოლიტიკაზე და დიალოგზე გადავა.

ჰასან რუჰანის განცხადებით, აშშ-მა მოლაპარაკების შემთხვევაში, უარი უნდა თქვას წინაპირობებზე, რომელსაც თეირანი არასწორად მიიჩნევს და გააუქმოს სანქციები. „ამ შემთხვევაში გაჩნდება დიალოგის შანსი“, – აღნიშნავს ირანის პრეზიდენტი.

ასევე, ჰასან რუჰანის თქმით, თეირანი მზად არის, ვაშინგტონთან პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკება აწარმოოს. მისი თქმით, აშშ-ში ერთხელ აღნიშნეს, რომ თუ ირანი გაათავისუფლებს მათ მოქალაქეს, ვაშინგტონი დაიწყებს ირანელების გათავისუფლებას. ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანმა უკვე დაიწყო ეს პროცესი და გაათავისუფლა ლიბანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე.

დატოვე კომენტარი