წინასწარი მონაცემებით, ირანის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატები ლიდერობენ
წინასწარი მონაცემებით, ირანის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატები ლიდერობენ

წინასწარი მონაცემებით, ირანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან ოპოზიციაში მყოფი ძალების წარმომადგენლები იმარჯვებენ.

სააგენტო „როიტერის” მონაცემებით, ამ დროისთვის უპირატესობა ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ხისტი კურსის მხარდამჭერ კანდიდატებს აქვთ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 290-მანდატიან პარლამენტში ოპოზიციონერი კანდიდატები ამ დროისთვის 178 ადგილს ფლობენ.

იმ უბნებზე კი, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 20%-ის მიღება ვერ შეძლო, განმეორებითი არჩევნები აპრილში გაიმართება. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად სულ შვიდი ათასზე მეტი კანდიდატი იბრძოდა.

არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი 24 თებერვალს გახდება.

დატოვე კომენტარი