ირანული მედიის ცნობით, ჰასან რუჰანიმ ცნობილი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა
ირანული მედიის ცნობით, ჰასან რუჰანიმ ცნობილი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ცნობილი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა. შესაბამის ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ჰასან რუჰანის თქმით, „ფახრიზადეს მკვლელობა აჩვენებს ირანის მტრების სასოწარკვეთასა და მათი სიძულვილის სიღრმეს. ირანის პრეზიდნეტი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელობა თეირანის მიღწევებს არ შეანელებს.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოსენ ფახრიზადეს მანქანას 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. მეცნიერი თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.