ჰასან რუჰანი – აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციამ წარსული შეცდომები უნდა გამოასწოროს

13:52, 08.11.2020

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამერიკის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და შემდეგმა ადმინისტრაციამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა წარსული შეცდომები გამოასწოროს.

„ირანს მსოფლიოსთან კონსტრუქციული ურთიერთობა ურჩევნია“, – განაცხადა რუჰანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

მსგავსი