ჰასან რუჰანი - აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციამ წარსული შეცდომები უნდა გამოასწოროს
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამერიკის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და შემდეგმა ადმინისტრაციამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა წარსული შეცდომები გამოასწოროს.
„ირანს მსოფლიოსთან კონსტრუქციული ურთიერთობა ურჩევნია“, – განაცხადა რუჰანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.