ჰასან რუჰანის განკარგულებით, ირანში ყველა სავაჭრო ცენტრი და მარკეტი 15 დღით დაიხურება
ჰასან რუჰანის განკარგულებით, ირანში ყველა სავაჭრო ცენტრი და მარკეტი 15 დღით დაიხურება

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ მომდევნო 15 დღით ქვეყანაში არსებული ყველა სავაჭრო ცენტრისა და მარკეტის დახურვის განკარგულება გასცა. გამონაკლისს მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები წარმოადგენს.

შეზღუდვა ძალაში პარასკევიდან შევა, როდესაც ქვეყანა ირანული ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს.

ცოტა ხნით ადრე, ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ​კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყოველ 10 წუთში ერთი ადამიანი იღუპება, ყოველ საათში კი 50 ინფიცირდება.

ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსის ეპიდემიას 1284 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 18 400-ს აღემატება.